„დორტმუნდის“ 16 წლის ფორვარდი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„დორტმუნდის“ 16 წლის ფორვარდი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„დორტმუნდმა“ სეზონის ბოლომდე დაკარგა ფორვარდი იუსუფ მუკოკო.

როგორც კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა, 16 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო ტერფის ტრავმა. წელს ის მოედანზე ვეღარ გავა.

ამ სეზონში მუკოკომ 14 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და სამი გოლი გაიტანა. დეკემბერში ფორვარდი ბუნდესლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.

დატოვე კომენტარი