„დორტმუნდის“ 15 წლის ვუნდერკინდს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს
„დორტმუნდის“ ფორვარდი იუსუფ მუკოკო „შალკეს“ წინააღმდეგ 19-წლამდელ ფეხბურთელთა მატჩში რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
15 წლის ვუნდერკინდი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა. როგორც აღნიშნავენ, მესამე გოლის შემდეგ, ფორვარდის მისამართით რასისტული ხასიათის შეძახილები დაიწყეს.
„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ბოდიში მოვუხადოთ იუსუფა მუკოკოს ზოგიერთი ფანის განცხადებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ დერბის დროს განსაკუთრებული ემოცებია, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ასეთ შეურაცხყოფებს“, – წერია „შალკეს“ განცხადებაში.
„მე ვამაყობ იმით, რომ ასეთი კანის ფერით დავიბადე და ყოველთვის ასეთი ვიქნები“, – აღნიშნა თავის მხრივ მუკოკომ.
12 წლის ასაკში მუკოკო მონაწილეობდა 17-წლამდელთა ჩემპიონატში და 56 მატჩში 90 გოლი გაიტანა. 14 წლისა თამაშობდა 19-წლამდელთა გუნდში, რომელშიც მისი სტატისტიკა იყო 30 მატჩში 44 გოლი. სექტემბერში ფორვარდს 15 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრებში.