„დორტმუნდი“ სებასტიან ალერის ავადმყოფობის გამო, ლუის სუარესის მიწვევას აპირებს #1TVSPORT
„დორტმუნდი“ სებასტიან ალერის ავადმყოფობის გამო, ლუის სუარესის მიწვევას აპირებს #1TVSPORT

ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, კარიერა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე 35 წლის თავდამსხმელის მიწვევას „დორტმუნდი“ აპირებს.

გერმანულ კლუბს ახალი ფორვარდის გაფორმება სებასტიან ალერის ავადმყოფობის გამო სჭირდება – ამ უკანასკნელს რამდენიმე დღის წინ სათესლე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

„დორტმუნდი“ შეტევის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და სუარესი ამისთვის ერთ-ერთი სავარაუდო შესაძლებლობაა.

ურუგვაელი ბოლო ორი სეზონი „ატლეტიკოში“ თამაშობდა. ამ ზაფხულს მან დატოვა ესპანური კლუბი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

28 წლის ალერი „დორტმუნდმა“ ორი კვირის წინ „აიაქსიდან“ 31 მილიონ ევროდ შეიძინა და საკუთარი სატრანსფერო რეკორდი დაამხო.