„დორტმუნდი“ კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხად სებასტიან ალერს ყიდულობს #1TVSPORT
„აიაქსის“ ფორვარდი სებასტიან ალერი ახლოს არის „დორტმუნდში“ გადასვლასთან.
გერმანულმა კლუბმა 35 მილიონ ევროდ შეათანხმა კოტ დ’ივუარის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი, – ამტკიცებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
თუ გარიგება განხორციელდა, ეს იქნება „დორტმუნდის“ ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი.
წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბმა ასევე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ალერთან. ასე რომ, რჩება მხოლოდ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება.
ჰალერმა ერედივიზიონის წლევანდელ გათამაშებაში 21 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე – რვა გოლი.