„დორტმუნდმა“ და „ტოტენჰემმა“ მიზანში „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ტომას მენიე ამოიღეს, – იუწყება L’Equipe.
ბელგიელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. „ტოტენჰემი“ და „დორტმუნდი“ ამ შანსის გამოყენებას შეეცდებიან, რათა მენიე შეღავათიან ფასად შეიძინონ.
ტომას მენიე „პარი სენ-ჟერმენში“ 2016 წლიდან ასპარეზობს. 2019/2020 წლების სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.