დოპინგის საქმე: რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი სანქცია კვლავ ძალაშია
მძლეოსნობის ფედერაციათა სერთაშორისო ასოციაციის (IAAF) თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორა, სანქცია ჯერ-ჯერობით ძალაშია და ამ ქვეყნის სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
პირველი დისკვალიფიკაცია რუს სპორტსმენებს 2015 წელს გამოუტანეს, როდესაც გაირკვა, რომ ქვეყანაში სპორტსმენთა მიერ დოპინგის მოხმარება სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი.
მიუხედავად პროგრესისა, ბერლინში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე, მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ გადაწყვიტა, დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვოს, რადგან „რამდენიმე ნიუანსი ჯერ კიდევ დასახვეწია“.
„პროგრესი აშკარაა, თუმცა ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იმ სტადიამდე, როდესაც ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია“, – აცხადებენ მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციაში.