გუშინ ცნობილი გახდა, რომ „იუტა ჯაზის“ ორ კალათბურთელს, რუდი გობერსა და დონოვან მიჩელს კორონავირუსი დაუდგინეს. ინფექცია პირველად ფრანგ ცენტრს დაუდგინეს და სწორედ მისგან გადაედო მიჩელს დიდი ალბათობით ვირუსი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, დონოვან მიჩელი ერთადერთი კალათბურთელია „იუტადან“, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით მიჩელმა გულშემაკტივარს სოციალური ქსელიდან მიმართა
„დიდი მადლობა ყველას ვინც ამ დროის მანძილზე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ გავერკვიოთ თუ რამდენად სერიოზულადაა საქმე. იმედი მაქვს ხალხი გონს მოვა და მიხვდება, რომ ამ პრობლემას ყურადღებით უნდა მოეკიდო. მადლობას ვუხდი ოკლაჰომას მმართველებს გაწეული დახმარებისთვის. მე გავაგრძელებ ჩვენი გუნდის მედპერსონალის რჩევებით ხელმძღვანელობას და იმედს ვიტოვებ, რომ ამ პრობლემას მალე ერთად დავამარცხებთ“.