დონოვან მიჩელისა და ბლეიკ გრიფინის აზრით წლის საუკეთესო ახალწვეული ტრაეი იანგია
ატლანტა ჰოკსის ახაწვეული ტრაეი იანგი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სახელს იმკვიდრებს. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის სადებიუტო სეზონი ძალიან წარმატებულია. ყველა ვარსკვლავის (All Stars) მატჩის შემდეგ, იანგი მატჩში სულ ცოტა 20 ქულას აგდებს. შეხვედრაში ის საშუალოდ 7.9 პასს აგროვებს.
ლიგის სხვადასხვა კალათბურთელები ატლანტას გამთამაშებლის წარმატებულ სეზონს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ. იუტა ჯაზის ერთ-ერთი ლიდერი დონოვან მიჩელი საკუთარ ტვიტერის გვერდზე იანგს პოსტს უძღვნის და აღნიშნავს, რომ ის წლის საუკეთესო ახალწვეულია. ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს დეტროიტ პისტონსის კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი.
წლის საუკეთესო ახალწვეულის პრიზისთვის ტრაეი იანგის მთავარი კონკურენტი დალასის გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩია.