დონჩიჩმა ტექსასურ დერბიში ზედიზედ 11 ქულა აიღო და დალასს მოაგებინა [ვიდეო]
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ტექსასური დერბი გაიმართა, რომელშიც „დალასმა“ საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონი“ დაამარცხა – 107:104.
მეოთხე მეოთხედის ბოლოს, „დალასი“ 94:102 იყო ჩამორჩენილი, რის შემდეგაც „მავერქსის“ დებიუტანტმა ლუკა დონჩიჩმა ზედიზედ 11 ქულა აიღო და 11:0 გაქცევით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.