დონჩიჩისა და იოკიჩის დუელი სლოვენიელის გამარჯვებით დასრულდა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:00, 08.01.2021
8 იანვარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 5 მატჩი გაიმართა.
წინა სეზონის ჩემპიონი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოსთან“ დამარცხდა 109:118. მიუხედავად ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დეივსის კარგი თამაშისა, „სან ანტონიომ“ გუნდური თამაშის წყალობით მაინც მოახერხა ამ შეხვედრაში გამარჯვება. შეხვედრაში საუკეთესო იყო ლამარკუსოლდრიჯი, რომელმაც 28 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ლებრონმა და დევისმა კი ორმაგი დუბლები გაიფორმეს. ჯეიმსის ანგარიშზე 27 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 12 პასია, ხოლო „ლეიკერსის“ მთავარმა ცენტრმა 23 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
ძალიან დაძაბულად წარიმართა მატჩი „დალასსა“ და „დენვერს“ შორის, სადაც გუნდებმა გულშემატკივრებს ოვერტაიმიც აჩუქეს. ნიკოლა იოკიჩმა, როცა მისი გუნდი 2 ქულით მარცხდებოდა, ბურთი ბოლო წამზე ჩააგდო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ოვერტაიმი „დალასმა“ უკეთესად ჩაატარა და საბოლოო ჯამში 124:117 გაიმარჯვა. იოკიჩს და დონჩიჩს ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლები ჰქონდათ. სერბი კალათბურთელის მონაგარი 38 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი იყო, ხოლო ლუკას სულ რაღაც 1 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. სლოვენიელმა 38 ქულა, 9 მოხსნა და 13 პასი დააგროვა.