დონჩიჩის 45 ქულის მიუხედავად, „დალასმა“ „ფინიქსთან“ წააგო - NBA, პლეი ოფი, მეორე რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მთელი შეხვედრის განმავლობაში „ფინიქსი“ ლიდერობდა. ანგარიშში ყველაზე დიდმა სხვაობამ 21 ქულა შეადგენა.
* „ფინიქსმა“ თამაშიდან 50.5 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 39.3 პროცენტი ჩააგდო, საჯარიმოების – 100 პროცენტი. „დალასის“ ანალოგიური მაჩვენებლები – 47.1%, 41.0% და 72.0%.
* „ფინიქსმა“ ზედიზედ მეათედ დაამარცხა „დალასი“.
* კრის პოლმა პლეი ოფში 1144 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ ტონი პარკერს გაუსწრო.
* „ფინიქსის“ სასტარტოს ხუთივე წევრმა მინიმუმ 10 ქულა დააგროვა.
* „ფინიქსმა“ სეზონში 51-დან 51 მატჩი მოიგო, როცა დაწინაურებული იყო სამი მეოთხედის შემდეგ.
დასავლეთი
ფინიქსი-დალასი 121:114
35:25, 34:31, 27:23, 25:35
ფ: ეიტონი (25+8 მოხსნა), ბუკერი (23+9 მოხსნა+8 პასი), პოლი (19), კ. ჯონსონი (17), ბრიჯესი (13+7 მოხსნა), კრაუდერი (11+8 მოხსნა).
დ: დონჩიჩი (45+12 მოხსნა+8 პასი), კლებერი (19), ფინი-სმიტი (15), ბრანსონი (13).
სერია: 1-0