დონარუმას პსჟ-ის დატოვება სურს #1TVSPORT
დონარუმას პსჟ-ის დატოვება სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ პარიზული კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა, – ამის შესახებ ვებგვერდმა Sports Zone-მა დაწერა.

წყაროს ცნობით, პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში არ არის დონარუმას წასვლის წინააღმდეგი, მაგრამ ჯერ არ მიუღია სათანადო მხარდაჭერა ტრანსფერის განსახორციელებლად. იტალიელი მეკარე საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში, შესაძლოა, „პორტუს“ კარის დარაჯმა, დიოგო კოშტამ შეცვალოს.

დონარუმას მომავალი „პარი სენ-ჟერმენში“ დამოკიდებულია კლუბის პრეზიდენტზე, ნასერ ალ-ჰელაიფიზე და მომავალ მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე.

24 წლის დონარუმა „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 48 მატჩი ჩაატარა, 52 გოლი გაუშვა და 14-ჯერ შეინახა კარი „მშრალად“.