დონარუმა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს
დონარუმა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

„მილანის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ბარძაყის ტრავმა მიიღო იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „უდინეზეს“ წინააღმდეგ. როგორც „სქაი სპორტს იტალია“ (Sky Sport Italia) ამტკიცებს, 20 წლის იტალიელი რამდენიმე კვირით გამოაკლდა თავის გუნდს.

იმავე მატჩში მარჯვენა ფეხის დაზიანება მიიღო ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ. 21 წლის ბრაზილიელმა რამდენიმე ტესტი ჩაიტარა და სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

ამ სეზონში დონარუმამ 33 მატჩი ჩაატარა „მილანში“ და 28 გოლი გაუშვა. პაკეტას ანგარიშზე 15 მატჩში თითო გოლი და შედეგიანი გადაცემა მოდის.
„მილანი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.