ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან, „ატალანტასთან“ საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ჟურნალისტებთან „მილანის“ გეგმაზე ისუბრა.
„ვიცოდით, რომ დაპირისპირება შესანიშნავ გუნდთან გვიწევდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ ფრე მაინც კარგი შედეგია, – მოჰყავს დონარუმას სიტყვები Sky Italia-ს. – ჩვენ უფრო მობილურები გავხდით, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვითამაშოთ და მატჩებისთვის კარგად ვემზადებით.
დიდი სამუშაო გავწიეთ. იმედი მაქვს, რომ რომანიოლი მალე დაბრუნდება. ჩვენი მიზანი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილის დაკავებაა“.