დონალდ ტრამპმა „ფილადელფიასთან“ შეხვედრა გააუქმა
დონალდ ტრამპმა „ფილადელფიასთან“ შეხვედრა გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „ფილადელფია იგლზთან“, რომელიც წელს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა, შეხვედრა გააუქმა. ტრადიციული მიღება არ გაიმართება იმის გამო, რომ გუნდის მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა პრეზიდენტის მიპატიჟებაზე.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზი გახდა NFL-ის მოთამაშეების ფორმალური „უპატივცემულობა“ ქვეყნის ჰიმნის მიმართ. მატჩების წინ, ჰიმნის შესრულების დროს, მოთამაშეები პროტესტის ნიშნად ცალ მუხლზე იჩოქებოდნენ და მუშტს მაღლა აღმართავდნენ ან გასახდელში რჩებოდნენ. პირველი იყო „სან ფრანცისკოს“ მოთამაშე კოლინ კოპერნიკი, რომელმაც დაიჩოქა და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი შავკანიანი მოსახლეობის მიმართ პოლიციის დამოკიდებულებაზე. მოგვიანებით, პროტესტის ეს ფორმა მასობრივი გახდა.

მაისში ლიგის ხელმძღვანელობამ და კლუბების მფლობელებმა მოილაპარაკეს, რომ ჯარიმით დასაჯონ მოთამაშეები ასეთი საქციელისთვის.

„ფილადელფია იგლზი“ მიწვეული იყო თეთრ სახლში, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ტრამპმა. – სამწუხაროდ, მხოლოდ მოთამაშეთა მცირე ნაწილმა ისურვა მოსვლა, ამიტომაც, ვაუქმებთ ვიზიტს. ეროვნული ჰიმნის დროს გასახდელში ყოფნა უპატივცემულობაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოდიში“.

თებერვალში NFL-ის ფინალში „ფილადელფიამ“ „ნიუ ინგლენდი“ 41:33 დაამარცხა.