დონალდ ტრამპი რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნას ეხმაურება - არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია
დონალდ ტრამპი რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნას ეხმაურება - არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია

არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია. სრულად გათავისუფლებული პასუხისმგებლობისგან. შევინარჩუნოთ ამერიკა დიადი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რობერტ მიულერის გამოძიების შემაჯამებელი ნაწილის გამოქვეყნების პასუხად დაწერა.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ გამოძიება უკანონო მანევრი იყო, რომელიც დამარცხდა.

რობერტ მიულერის გამოძიებამ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დაადგინა. აშშ-ის სპეციალური პროკურორი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებდა.

შეგახსენებთ, რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დაადგინა.