რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დაადგინა
რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დაადგინა

რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დაადგინა, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მიერ გავრცელებული ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტშია ნათქვამი.

„გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ არჩევნებში ჩარევის მოქმედებების დროს დონალდ ტრამპის კამპანიის წევრები შეთქმულნი იყვნენ ან თანამშრომლობდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია სპეციალური პროკურორის ანგარიშში.

რობერტ მიულერის გამოძიების მასალებში ასევე არ არის ნათქვამი, თითქოს დონალდ ტრამპი ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას.

სპეციალური პროკურორის ანგარიშზე დაყრდნობით, კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში უილიამ ბარი ამბობს, რომ ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტს დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

რობერტ მიულერმა გამოძიება დაასრულა, თუმცა პარალელური გამოძიებები ფოკუსირებულია ტრამპის ბიზნესგარიგებებზე, პირად ქცევებთან და საინაუგურაციო კომიტეტეტთან დაკავშირებით.

რობერტ მიულერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის მხრიდან გამოძიებაზე შესაძლო ხელის შეშლის საქმეს იძიებდა.