დონალდ ტრამპი - მჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს
დონალდ ტრამპი - მჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს

მჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპს კითხვა დაუსვეს, სჯერა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის.

„დიახ, მე მჯერა, რომ მას მშვიდობა სურს. მე დავუჯერე პრეზიდენტ პუტინს, როცა მას გუშინ ვესაუბრე. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. დიახ, ვფიქრობ, რომ მას მშვიდობა სურს. ვფიქრობ, მეტყოდა, რომ არ უნდოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, ტრამპმა აღნიშნა: „მჯერა, რომ მას სურს, რაღაც მოხდეს. მე მას ვენდობი ამ საკითხში“.

ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე და განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება გახდა ომის დაწყების მიზეზი, ასევე ომის დაწყებაზე გავლენა მოახდინა გენერალ მარკ მილისა და სხვა გენერლების მოქმედებებმა.