დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ ამერიკის სპორტული ლიგების ხელმძღვანელებს შეხვდება - შესაძლოა, NHL-სა და NBA-ში სეზონები გაუქმდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს, თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი სპორტული ლიგების კომისრებთან, რათა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილოს.
შეხვედრის შემდეგ, გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენცია.
ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაზე განიხილავენ ჰოკეის ეროვნული ლიგისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონების ვადაზე ადრე დასრულებას.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 227 ათასი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 7.5 ათასი ადამიანი.