დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ ყოფილა განხილული ნატო-ს მეხუთე პუნქტის ტიპის გარანტიების შეთავაზება უკრაინისთვის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ ყოფილა განხილული ნატო-ს მეხუთე პუნქტის ტიპის გარანტიების შეთავაზება უკრაინისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ ყოფილა განხილული ნატო-ს მეხუთე პუნქტის ტიპის გარანტიების შეთავაზება უკრაინისთვის. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„ჩვენ მათ ძალიან კარგი დაცვითა და უსაფრთხოებით უზრუნველვყოფთ. ისინი ყველანი აქ არიან ევროპიდან – ევროპის უდიდესი ადამიანები და მათ უნდათ დაცვის უზრუნველყოფა. ისინი ამის შესახებ ძალიან მტკიცე არიან და ჩვენ დავეხმარებით მათ ამაში. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ტრამპმა.