დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბიუჯეტში ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ილონ მასკის კომპანიებისთვის სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტაა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბიუჯეტში ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ილონ მასკის კომპანიებისთვის სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბიუჯეტში ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ილონ მასკის კომპანიებისთვის სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტაა. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველაზე მარტივი გზა, დავზოგოთ ფული ჩვენს ბიუჯეტში, მილიარდობით დოლარი, არის, შევწყვიტოთ ილონის სამთავრობო სუბსიდირება და კონტრაქტები. მე ყოველთვის მიკვირდა, რომ ბაიდენმა ეს არ გააკეთა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ილონ მასკმა კი მანამდე სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ტრამპის სავაჭრო ტარიფები წლის მეორე ნახევარში რეცესიას გამოიწვევს. მან ასევე გააზიარა პოსტი და დაეთანხმა, რომ საჭიროა ტრამპის იმპიჩმენტი და მისი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლება.