ილონ მასკი აცხადებს, რომ ტრამპის სავაჭრო ტარიფები რეცესიას გამოიწვევს და ეთანხმება მოსაზრებას ტრამპის იმპიჩმენტისა და მისი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების შესახებ
ილონ მასკი აცხადებს, რომ ტრამპის სავაჭრო ტარიფები რეცესიას გამოიწვევს და ეთანხმება მოსაზრებას ტრამპის იმპიჩმენტისა და მისი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების შესახებ

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფები წლის მეორე ნახევარში რეცესიას გამოიწვევს. ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

მასკმა ასევე გააზიარა სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტი და დაეთანხმა მის შინაარსს, რომ საჭიროა ტრამპის იმპიჩმენტი და მისი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლება.