დომინიკ კრუზი კიტ პიტერსონს აკრიკიტიკებს - მას ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ასდიოდა
UFC 249 – ზე ორი სატიტული ბრძოლა გაიმართა. მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ქამარი ჯასტინ გეიჯიმ მოიპოვა. ქვემსუბუქი დივიზიონის (bantamweight) საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს ჩემპიონი ჰენრი სეხუდო (16-2) და დომინიკ კრუზი (22-3) დაუპირისპირდნენ.
ბრძოლის მთავარმა მსაჯმა კიტ პირესონმა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და ბრძოლა მეორე რაუნდის ბოლოს შეაჩერა. შესვენებამდე დაახლოებით 2 წამი იყო დარჩენილი. შედეგად სეხუდოს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაეთვალა, რაც ბევრის აზრით არასწორი გადაწყვეტილება იყო.
პიტერსონის მიმართ კრიტიკა არც დომინიკ კრუზმა დაიშურა. UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ასევე განაცხადა, რომ მსაჯს ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ასდიოდა.
„ეს იყო ნაადრევი შეჩერება. 100 %-ით ვარ დარწმუნებული ამაში. კარგი იქნებოდა მსაჯები თავიანთ საქმეს, რომ უფრო დიდი სერიოზულობით მიუდგნენ. პიტერსონს სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, ასე რომ არავინ იცის რით იყო ის წინა დღეებში დაკავებული. ვისურვებდი, რომ მან ნარკოტოკების მოხმარებაზეც გაიაროს შემოწმება. მე ვიცი, რომ ამ საქმეშ საუკეთესო ჰერბ დინია. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ტყუილა ისაუბრებს ამ ყველაფერზე. ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანდა. ” – განაცხადა კრუზმა