„სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდმა, დომენიკო ბერარდიმ სერიოზული ტრავმა მიიღო სერია A-ს 27-ე ტურში „ვერონას“ წინააღმდეგ.
იტალიელ ინსაიდერ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბერარდის აქილევსის მყესის გაწყვეტა დაუდგინეს, რის გამოც ის გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილსა და ევრო 2024-ს.
ბერარდიმ ევრო 2020-ზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონზე ფორვარდმა 17 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.