ხორვატიის ნაკრების ცენტრალური მცველი დომაგოი ვიდა „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოს არის.
„სქაი სპორტსის“ (Sky Sports) ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ვიდას კლუბთან, “ბეშიქთაშთან” მოსალაპარაკებლად და 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დასასრულებლად სტამბოლში ჩავიდა. „ლივერპულს“ ხორვატის შეძენა 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
დომაგოი ვიდა “ბეშიქთაშში” გასული წლის ზამთარში კიევის „დინამოდან“ გადავიდა. ხორვატმა თურქული კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.