დოლიძე ვეტორისთან მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი გულშემატკივრებისთვის უიღბლო გამოდგა UFC 286-ის ღონისძიება, რომელიც ლონდონში გაიმართა.

რომანდ დოლიძე (12-1) იტალიელ მებრძოლს, მარვინ ვეტორის (18-6) დაუპირისპირდა. საშუალო წონის დივიზიონში დოლიძე მეცხრე ადგილს იკავებს, ვეტორი კი მეოთხე პოზიციაზეა.

პირველი რაუნდი ქართველის დომინაციით წარიმართა და იტალიელმა რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიიღო. მეორე რაუნდში ვეტორიმ ბრძოლის შემოტრიალება სცადა და გამოუვიდა კიდეც, რადგან მცირე უპირატესობას დაეუფლა. თუმცა, მესამე რაუნდი კვლავ რომან დოლიძის კარნახით წარიმართა.

საბოლოოდ, მსაჯების სადავო გადაწყვეტილებით, გამარჯვება იტალიელ სპორტსმენს მიაკუთვნეს და რომან დოლიძე კარიერაში მეორედ დამარცხდა.