სტეფ კარი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019 წლის ფინალური სერიის ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულის (MVP) მთავარი კანდიდატია. „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი ყველა დროის საუკეთესო მსროლელთა შორის საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, თუმცა მიუხედავად ამისა, სტეფი ხშირად ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა შორის განხილვებში ვერ ხვდება.
„ი ეს პი ენთან“ (ESPN) მიცემულ ინტერვიუში „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა კარიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კალათბურთელი სათანადოდ არ ფასდება. რივერსს სჯერა, რომ სტეფი ყველა დროის ხუთ გამორჩეულ კალათბურთელებს შორის უნდა იყოს მოხსენიებული.