ლოს-ანჯელეს კლიპერსისთვის მიმდინარე სეზონი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.
გუნდმა ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ტობაიას ჰარისი ფილადელფიაში გაუშვა, თუმცა მიუხედავად ამისა სატურნირო ცხრილში პლეი-ოფის ზონაში იმყოფება და უდიდესი ალბათობით წელს დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრას მოახერხებს.
ლოს-ანჯელესის მეორე გუნდ ლეიკერსისთვის კი წლევანდელი სეზონი დასრულებულია. გუნდს პლეი-ოფში მოხვედრის შანსი არ აქვს. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დოკ რივერსის გადაბირებით სწორედ ლეიკერსი არის დაინტერესებული და თითქოს 57 წლის სპეციალისტი ზაფხულში გუნდს შეიცვლის, თუმცა რივერსმა ინდიანასთან მოგებული მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ეს ეჭვი გააქარწყლა და აღნიშნა, რომ ჯერ კლიპერშსი საქმე არ დაუსრულებია.
როგორც გაირკვა, დოკი საკუთარ ამჟამინდელ გუნდთთან უკვე შეთანხმდა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.