დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ჰალეპი - სვიტოლინას, კერბერი კი მერტენსს შეხვდება
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა. დღეს ტურნირის პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი, უკრაინელ ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში მეშვიდე ჩოგბურთელია. ისინი ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან, საიდანაც ოთხჯერ უკრაინელმა იმარჯვა.
ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ შეხვედრაში ისე დამარცხდა ჰალეპი, რომ სვიტოლინასთვის სეტიც არ მოუგია.
მეორე ნახევარფინალში გერმანელი ანჯელიკა კერბერი ბელგიელ ელის მერტენსს შეხვდება. დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 851 031 დოლარს შეადგენს.