დოჰას მასტერსზე 15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დოჰას მასტერსზე 15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ხვალ, 11 იანვარს დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 ძიუდოისტი იასპარეზებს.

წლის პირველ ტურნირთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს ყატარში დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დოჰას მასტერსისთვის საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელად არის და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი დოჰას მასტერსზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს (კაცები): 

ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე – 60 კგ, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი – 66 კგ, ლაშა შავდათუაშვილი – 73 კგ, ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი- 81 კგ, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი – 90 კგ, ვარლამ ლიპარტელიანი – 100 კგ, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი – +100 კგ.

ქალები:

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი – 52 კგ, ეთერ ლიპარტელიანი – 57 კგ.