დმიტრო კულება ​- პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა
დმიტრო კულება ​- პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა

ხარკოვის დაბომბვის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების აღმოჩენისკენ და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„რუსეთი განაგრძობს ევროპის ცენტრში ადამიანების მოკვლას. პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, გვიან საღამოს რუსეთის ძალებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რასაც, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი