უკრაინელი ალექსანდრ უსიკისა და რუსი მურატ გასიევის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, პოპულარულმა საკრივო ჟურნალმა „რინგმა“ (The Ring) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა წონითი კატეგორიის მოკრივეები არიან შესულნი.
გასიევის დამარცხების შემდეგ, უსიკმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერი კი ისევ გენადი გოლოვკინია.
„რინგის“ მიერ შედგენილი საუკეთესო ათეული ყველაზე პრესტიჟული რეიტინგია კრივის სამყაროში და დღეისთვის, ის ასე გამოიყურება:
1. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი)
წონა: საშუალო
ტიტულები: WBA, WBC
კარიერა: 38-0-1(34 KO)
2. ვასილი ლომაჩენკო (უკრაინა)
წონა: მჩატე
ტიტულები: WBA
კარიერა: 11-1-0 (9 KO)
3. ტერენს კროუფორდი (აშშ)
წონა: ნახევრადსაშუალო
ტიტულები: WBO
კარიერა: 330-0 (24 KO)
4. ალექსანდრ უსიკი (უკრაინა)
წონა: პირველი მძიმე
ტიტულები: IBF, WBA, WBC, WBO
კარიერა: 15-0-0 (11 KO)
5. მაიკი გარსია (აშშ)
წონა: მჩატე
ტიტულები: WBC
კარიერა: 38-0-0 (30 KO)
6. ნაოია ინუე (იაპონია)
წონა: მეორე უმჩატესი
ტიტულები: WBO
კარიერა: 16-0-0 (14 KO)
7. სრისაკეტ სორ რუნგვისაი (ტაილანდი)
წონა: მეორე უმჩატესი
ტიტულები: WBC
კარიერა: 46-4-1 (41 KO)
8. ეროლ სპენსი (აშშ)
წონა: ნახევრადსაშუალო
ტიტულები: IBF
კარიერა: 24-0-0 (21 KO)
9. სერგეი კოვალიოვი (რუსეთი)
წონა: ნახევრადმძიმე
ტიტულები: WBO
კარიერა: 32-2-1 (28 KO)
10. დონი ნიეტესი (ფილიპინები)
წონა: მეორე უმჩატესი
ტიტულები: არა
კარიერა: 41-1-4 (23 KO)