ჟუნიორ დოს სანტოსი 15 აგვისტოს ჟაირზინიო როზენსტრუიკს დაუპირისპირდება
15 აგვისტოს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ძალიან საინტერესო ბრძოლას იხილავენ. მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს სტიპე მიოჩიჩი და დენიელ კორმიე დაუპირისპირდებიან. როგორც ცნობილი ხდება, სტიპე და „დი სი” არ იქნებიან ერთადერთი მძიმეწონოსნები, რომლებიც 15 აგვისტოს ქარდზე იასპარეზებენ.
„მმა ფაითინგი“-ის (MMA Fighting) ინფორმაციით ამავე დღეს ოქტაგონს დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჯუნიორ დოს სანტოსი დაუბრუნდება. ბრაზილიელის მეტოქე ჯაირზინიო როზენსტრუიკი იქნება.
დოს სანტონსმა (21-7) ბოლო ორი ბრძოლა ფრენსის ნგანუსთან და კიურტის ბლეიდსთან დათმო.
ჯაირზინიომ კი (10-1) კი მაისში ფრენსის ნგანუსთან 20 წამში ნოკაუტით წააგო.
UFC 252-ის ზუსტი ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია რამდენიმე ბრძოლა, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება.
სტიპე მიოჩი – დენიელ კორმიე
ჟუნიორ დოს სანტოსი – ჟაირზინიო როზენსტრუიკი
ლივინია სოუზა – ეშლი იოდერი
ფელიც ჰერიგი – ვირნა ჯანდირობა
მაგომედ ანკალაევი – იონ კუტელაბა