ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობა გაათავისუფლებს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ტიტეს, თუ ის ვერ მიაღწევს მაღალ შედეგს 2019 წლის კოპა ამერიკაზე.
პორტუგალიური გამოცემა „ბოლას“ ინფორმაციით, ტიტეს წასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი ფუნქციონერები ჟოზე მოურინიოს მიწვევას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელის პრიორიტეტული ვარიანტი საკლუბო კარიერის გაგრძელებაა, ბრაზილიაში სჯერათ, რომ შეძლებენ ჟოზესთან მოლაპარაკებას.
ბოლო კლუბი, რომელშიც მოურინიო მუშაობდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. 2018 წლის დეკემბრიდან პორტუგალიელი უმუშევარია.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები ტიტეს ხელმძღვანელობით მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ბელგიასთან წააგო.