„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამოაქვეყნა კრიტიკული შეტყობინება ნოემბრის სანაკრებო პაუზის შესახებ.
„დაუჯერებელი საფეხბურთო კვირა. შესანიშნავი ემოციები ნაკრებების მატჩებისგან, ბრწყინვალე თამაშები მაყურებლების გარეშე და სრული უსაფრთხოება. COVID19-ის ტესტების კარგი შედეგები თამაშები შემდეგ, უცნობები და ბევრი სხვა“, – სარკასტულად დაწერა „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა.
სანაკრებო პაუზის გამო, მოურინიოს განკარგულებაში კლუბში მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი დარჩა. შაბათს, „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.