ჟოზე მოურინიომ ქუჩაში „ტოტენჰემის“ სამი ფეხბურთელი ავარჯიშა - კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი დაარღვია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქუჩაში ვარჯიშის ჩატარება გადაწყვიტა, რომელშიც „ტოტენჰემის“ სამმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა – ტანგი ნდომბელემ, დავინსონ სანჩესმა და რაიან სესენიონმა. სამივენი მწვრთნელთან ახლოს ცხოვრობენ.

როგორც „დეილი მეილი“ წერს, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მოურინიო და ფეხბურთელები ქუჩაში გავიდნენ იმ დროს, როცა დიდ ბრიტანეთაში მკაცრი რეკომედაციებია გაცემული იმაზე, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა აკრძალულია.

თვითმხილველებმა ვარჯიში გადაიღეს და აღნიშნავენ, რომ მოთამაშეები და მწვრთნელი არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.