„ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ილაპარაკა ევრო 2024-ის ფავორიტებზე.
„არ მინდა, უპატივცემულობა გამოვიჩინო პორტუგალიის ნაკრების წინა თაობების მიმართ, მაგრამ შემადგენლობის სიღრმისა და ხარისხის მხრივ დღეს საუკეთესო გუნდი გვყავს ისტორიაში. პორტუგალიას შეუძლია ტურნირის მოგება.
საფრანგეთი და გერმანია ყოველთვის კარგად თამაშობენ. პორტუგალიასა და ინგლისს საუკეთესო შემადგენლობები ჰყავთ თავიანთ ისტორიაში. ეს ოთხი გუნდია ფავორიტი. არ ვარ დარწმუნებული ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ მათი ფეხბურთი და მოთამაშეები – ყველაზე მაღალი ხარისხისაა. იტალიისა და ბელგიის მოგება ჩემთვის სიურპრიზი იქნება“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები გაზეთ The Independent-ს.