„რომას“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს შეხვდა და პორტუგალიელი სპეციალისტისგან კრიტიკის სერიოზული პორცია მიიღო სუსტი სატრანსფერო პოლიტიკის გამო, – ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Corriere dello Sport.
„რომა“ აქტიურად მუშაობს თავისუფალი აგენტის სტატუსით ფორვარდ პაულო დიბალას გაფორმებაზე. დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობას ამ გარიგების მეშვეობით სურს მოურინიოს დამშვიდება.
„რომა“ ჯერ ოფიციალურად არ დაკავშირების არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს. ხელფასზე დიბალას მოთხოვნები რომაელებისთვის მიუღწევადი ჩანს. ფორვარდს „რომაში“ გადასვლის სანაცვლოდ დიდ ფინანსურ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება – აღარ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება.