პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ იხუმრა იმ თემაზე, რომ „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის დღემდე არ აქვს მოგებული ტიტული არგენტინის პირველი ნაკრების შემადგენლობაში.
მოურინიოს მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუ მესიზე ადრე შეძლებდა კოპა ამერიკას მოგებას, ამ ტურნირში ევროპულ ნაკრებებს რომ ჰქონდეთ გამოსვლის უფლება.
„თუ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაციას სურს თავისი აუდიტორიის გაზრდა და კოპა ამერიკას უფრო კონკურენტუნარიან ტურნირად გადაქცევა, მაშინ უნდა მიიწვიოს ევროპული გუნდები – ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია. თუ ისინი პორტუგალიას მიიწვევენ, კრიშტიანუ შეძლებს კოპა ამერიკას უფრო სწრაფად მოგებას, ვიდრე მესი“, – განაცხადა მოურინიომ.
კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ორი ტიტული აქვს მოგებული – 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი და 2019 წელს – ერთა ლიგა.