ჟოზე მოურინიო - კლოპი აკეთებს ყველაფერს, რაც სურს, დაშვებულია ეს წესებით თუ არა
ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გაუკეთა „ლივერპულის“ დამრიგებლის იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას – ინგლისის თასის 1/16 ფინალში „შრიუსბერის“ წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა გაეყვანა.
„იურგენ კლოპი არის იურგენ კლოპი. ის აკეთებს იმას, რაც სურს. აკეთებს იმას, რაც დაშვებულია წესებით ან არ არის დაშვებული. ის აკეთებს იმას, რასაც მოისურვებს“, – განაცხადა მოურინიომ Football.London-თან კომენტარში.
„ლივერპულის“ ახალგაზრდულმა შემადგენლობამ „შრიუსბერისთან“ მატჩი 1:0 მოიგო. კლოპი თამაშს არ ასწრებოდა და გუნდს ხელმძღვანელობდა 23-წლამდელთა მწვრთნელი ნილ კრიტჩლი.
„ლივერპული“ ინგლისის თასის მერვედფინალში „ჩელსის“ შეხვდება. მატჩი მარტის დასაწყისში გაიმართება.