ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ჟორჟინიოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული.
„სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ციტირებს ჟორჟინიოს აგენტის, ჟოაო სანტოსის სიტყვებს TuttoJuve.com. – „იუვენტუსს“ უარს არ ვეტყვით.
ჟორჟინიოს „ჩელსისთან“ კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მისი მთავარი მიზანი ლონდონში კარგად თამაშია. თუმცა, ტრანსფერის საკითხებს ივლისში ისევ მივუბრუნდებით.“
„იუვენტუსი“ იტალიის მთავარი გუნდია. ჩვენ მათ უარს არ ვეტყვით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაურიციო სარი ჟორჟინიოს მწვრთნელი იყო „ნაპოლისა“ და „ჩელსიში“. – აცხადებს ჟოაო სანტოსი.