„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა და ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟმა ჟორდიმ კატალონიური გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ თავისი აზრები ესპანურ გამოცემა „სპორტს“ გაუზიარა.
„ჩემი აზრით, „ბარსაზე“ ყველაზე უარყოფითად ახლა პრესაში ატეხილი ხმაური და კლუბში არსებული არასტაბილურობა მოქმედებს. არ ვიცი, როგორ მიდის საქმე „რეალში“, მაგრამ ფაქტია, რომ მათთან ახლა სტაბილურობაა. აი „ბარსელონაში“ კი სრული ქაოსი სუფევს“, – ამბობს ჟორდი კრუიფი.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, „ბარსელონამ“ სტუმრად თავის ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგესთან, „რეალ მადრიდთან“ 2:0 წააგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა.