ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჟოაო კანსელო, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ ინგლისში გადავიდეს სათამაშოდ.
როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, პორტუგალიელი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სურს „მანჩესტერ სიტის“. კლუბები ახლოს არიან შეთანხმებასთან. სავარაუდოდ, ტრანსფერის თანხა 60 მილიონ ევროს გაუტოლდება.
ადრე წერდნენ, რომ ფეხბურთელის გადაბირება მეორე ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა.
კანსელო „იუვენტუსში“ გასული წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე ის „ბენფიკაში“, „ვალენსიასა“ და „ინტერში“ გამოდიოდა. ამ სეზონში 24 წლის მცველმა სერია A-ს 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.