ჟოაო ფელიქსი და ფრენკი დე იონგი ლა ლიგას „იმედგაცრუებათა სიაში“ მოხვდნენ
ჟოაო ფელიქსი და ფრენკი დე იონგი ლა ლიგას „იმედგაცრუებათა სიაში“ მოხვდნენ

ესპანურმა გაზეთმა AS-მა მოამზადა იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც ყველა დიდი იმედგაცრუება გამოიწვიეს პრიმერას მიმდინარე სეზონში.

სიაში მოხვდა მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალბედა ჟოაო ფელიქსი, რომელშიც 120 მილიონი ევრო გადაიხადეს. პორტუგალიელმა ჯამში 2114 წუთი გაატარა მოედანზე, ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

ჩამონათვალში ასევე არიან: რონი ლოპეში (სევილია), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ლუკა იოვიჩი (რეალი), ბორხა იგლესიასი (ბეტისი), მარიო ერმოსო (ატლეტიკო), ფერნანდო კალერო (ესპანიოლი) დ პედრო პორო (ვალიადოლიდი).