ლონდონის „ჩელსიმ“ ზეპირ შეთანმებას მიაღწია მადრიდის „ატლეტიკოდან“ ფორვარდ ჟოაო ფელიქსის იჯარის წესით გადაბირების შესახებ, – წერს გამოცემა The Athletic-ი.
პორტუგალიელი ფეხბურთელით დაინტერესებულნი იყვნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“, მაგრამ ფელიქსი უფრო მეტად „ჩელსის“ პროექტით მოიხიბლა. გარიგება ჯერ გაფორმებული არ არის. ვარაუდობენ, რომ ლონდონელები ამ იჯარისთვის დაახლოებით 11 მილიონ ევროს გადაიხდიან.
მიმდინარე სეზონში 23 წლის პორტუგალიელმა 21 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.