ჟოაო ფელიქსი - „ბარსელონაში“ ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დავიწყებ, აქ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსი - „ბარსელონაში“ ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დავიწყებ, აქ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა. ჟოაო ფელიქსმა აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში თამაშით ბედნიერია და ახალმა თანაგუნდელებმა მეგობრული გარემო დაახვედრეს.

„აქ თავდაჯერებულობა მომემატა. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში მცირე სათამაშო დრო მქონდა. მსურს, ბევრი ვიმუშაო და გუნდს დავეხმარო. მზად ვარ, „ბარსელონაში“ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყო. თანაგუნდელებმა ძალიან მეგობრულად მიმიღეს და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

მოუთმენლად ველოდები „ბარსელონაში“ გასამართ მატჩებს და გულშემატკივრების წინაშე თამაშს. გაოცებული ვარ, იმდენად კარგად დამხვდნენ. „ბარსელონაში“ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ“, – ციტირებს ჟოაო ფელიქსის სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პორტუგალიელი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ იჯარის წესით გადავიდა.