ჟოან ლაპორტა - მესი და ინიესტა, შესაძლოა, კატალონიაში დაბრუნდნენ #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ფეხბურთელები ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა, შესაძლოა, კატალონურ გუნდში დაბრუნდნენ.
„მე არ გამოვრიცხავ კლუბში მესისა და ინიესტას დაბრუნებას. დანი ალვეშის ნაბიჯი – სამაგალითოა ამ მხრივ. მან თქვა, რომ ასაკი – ეს მხოლოდ ციფრია, თან მნიშვნელოვანი ფინანსური ძალისხმევა გამოიჩინა კატალონიაში დასაბრუნებლად.
ჩვენ ვლაპარაკობთ ორ დიად ფეხბურთელზე, ყველას მოსწონს ლეო და ანდრესი. არ შემიძლია მომავლის წინასწარმეტყველება, ისინი სხვა კლუბების მოთამაშეები არიან. მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები გამოცემა Sport.es-ს.
37 წლის ინიესტა დღეს იაპონიის „ვისელ კობეში“ თამაშობს, 34 წლის მესი კი ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.