„ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა. ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლაპორტამ ხმების 54.28 პროცენტით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტებმა – ვიქტორ ფონტმა და ანტონი ფრეიშამ, შესაბამისად, 29.99 და 8.58 პროცენტი მიიღეს. მათ უკვე მიულოცეს გამარჯვება 58 წლის ლაპორტას.
შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა ერთხელ უკვე იყო „ბარსელონას“ პრეზიდენტი – 2003-2010 წლებში. მისი პრეზიდენტობისას კატალონური კლუბი ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ესპანეთის თასი, სამჯერ მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე და თითოჯერ – უეფას სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.