„ბარსელონას“ პრეზიდენტის ახალი არჩევნების წინ ჟოან ლაპორტას სურს, ყველა გაახაროს კლუბში ერთი გრანდიოზული ტრანსფერით.
ჟურნალისტ დავიდ ბერნაბეუს ინფორმაციით, კატალონური კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტის მთავარი მიზანია ევროპის ერთ-ერთი ტოპფორვარდის გაფორმება. სახელდება სამი კანდიდატი: ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) და ომარ მარმუში (აინტრახტი).
ლაპორტას ოცნებაა ჰალანდის შეძენა, მაგრამ „სიტის“ ვარსკვლავის ტრანსფერი რთულდება „ბარსელონას“ ცუდი ფინანსური მდგომარეობით. დიოკერეში და მარმუში ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილებიან.