„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ 2006 წელს კლუბს ლიონელ მესის დაკარგვა შეეძლო და რომ მილანის „ინტერი“ მზად იყო, არგენტინელ ვარსკვლავში ის 150 მილიონი ევრო გადაეხადა, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად იყო მითითებული.
„მილანელებმა ეს წინადადება 2006 წელს წამოაყენეს და მზად იყვნენ 150 მილიონის გადასახდელად. სწორედ ამიტომ ავწიეთ ჩვენ ლეოს გამოსასყიდი თანხა 250 მილიონამდე. მე ვუთხარი ლეოს მამას, რომ მისი შვილის გასხვისებას არ ვაპირებდი. მიმაჩნდა, რომ „ინტერში“ მაქსიმუმ ხელფასი მიეცათ მეტი, სამაგიეროდ „ბარსელონაში“ უფრო ბედნიერი იქნებოდა და უფრო დიდ სახელს მოიხვეჭდა“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები ბრიტანულ გამოცემა „გარდიანს“.